გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ მოსკოვიდან ჯერ არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაინტერესებულია უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებით.
პისტორიუსის თქმით, ერთადერთი, ვისაც შეუძლია ომის დაუყოვნებლივ დასრულება, ვლადიმირ პუტინია.
„ამერიკელების, ევროპელებისა და უკრაინელების მიერ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობის მიუხედავად, მოსკოვიდან არ მოდის არანაირი სიგნალი იმისა, რომ პუტინი დაინტერესებულია ომის დასრულებით“, - თქვა მან.
ამავდროულად, მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა 15-16 დეკემბერს ბერლინში უკრაინაში ომის დასრულების მიზნით გამართულ მოლაპარაკებებს.
„კანცლერმა მერცმა ნათლად განაცხადა, რომ ევროპელებს აქვთ ხმის უფლება უკრაინის მომავალთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.
„ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ბერლინში თავიანთი პოზიციები შეერთებული შტატებისა და უკრაინის პოზიციებთან შეათანხმეს. ესეც მნიშვნელოვანი იყო.
90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხი კი, რომელიც ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე იქნა მიღებული, უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში სამხედრო საჭიროებების დაფარვაში დაეხმარება“, - განაცხადა პისტორიუსმა.