აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რამდენიმე ათეული ქვეყნიდან ელჩებს გაიწვევს. მათი უმეტესობა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს დაინიშნა და ახლა თეთრი სახლი გეგმავს მათ ჩანაცვლებას ტრამპისადმი უფრო ლოიალურად განწყობილი დიპლომატებით. ამის შესახებ Associated Press აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
დეკემბრის შუა რიცხვებში 29 ქვეყნის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა მიიღეს წერილები იანვარში მათი მანდატის ვადის ამოწურვის შესახებ.
ტრამპის ადმინისტრაცია აფრიკის ქვეყნებიდან ყველაზე მეტ დიპლომატს გაიწვევს. ეს ქვეყნებია: ბურუნდი, კამერუნი, კაბო ვერდე, გაბონი, კოტ-დ'ივუარი, მადაგასკარი, მავრიკი, ნიგერი, ნიგერია, რუანდა, სენეგალი, სომალი და უგანდა.
აშშ-ის დიპლომატიურ კორპუსში ცვლილებები შეეხება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს (ფიჯი, ლაოსი, მარშალის კუნძულები, პაპუა-ახალი გვინეა, ფილიპინები და ვიეტნამი). ევროპას (სომხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და სლოვაკეთი). ჩანაცვლება ასევე მოხდება ალჟირში, ეგვიპტეში, ნეპალში, შრი-ლანკაში, გვატემალასა და სურინამში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი თქვა ელჩების შეფასებებზე კომენტარის გაკეთებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნებისმიერი საპრეზიდენტო ადმინისტრაციის სტანდარტული პროცედურაა. აშშ-ის ელჩების სამსახურის ვადას განსაზღვრავს პრეზიდენტი და ის სამიდან ოთხ წლამდე მერყეობს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოწვეულ დიპლომატებს სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ გაწვეულ დიპლომატებს ვაშინგტონში სხვა თანამდებობებს შესთავაზებენ. დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ როგორც პრეზიდენტს, ტრამპს აქვს უფლებამოსილება, აშშ-ის ელჩების თანამდებობებზე დანიშნოს თეთრი სახლისა და ქვეყნის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკური კურსის - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ - ერთგული პირები.