22 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7015 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.31 თეთრით გაუფასურდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.91 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1697 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.93 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6292 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.31 თეთრი შეადგინა.