ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს თუ არ მიიღებენ, ხვალ უკრაინას და ევროპას შესაძლოა, სისხლისღვრა ელოდეთ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ევროპული საბჭოს სხდომის წინ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობამ შესაძლოა, საომარი მოქმედებების ესკალაცია გამოიწვიოს.
"ჩვენ გვაქვს მარტივი არჩევანი - ფული დღეს, ან სისხლი ხვალ. მე მხოლოდ უკრაინის შესახებ არ ვისაუბრებ, მე ევროპაზე ვისაუბრებ. ეს წარმოადგენს ჩვენს გადაწყვეტილებას, ეს ჩვენი გადასაწყვეტია" | განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.