რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვყანა, სამჯერ - ერთხელ ეს ოყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ ეს იყო უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ბოლო წლების განმავლობაში.
„ნატოს რაც შეეხება, რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა. ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვყანა, სამჯერ. ერთხელ ეს ოყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ ეს იყო უკრაინა. დღეს ვხედავთ, რომ აშშ ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე. ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. ეს არ არის სიახლე, იქიდან გამომდინარე, რომ ნატოს გაფართოების შეჩერებაზე საუბარი დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე. აქ აისახა ის, რაზეც ორი-სამი წელია მიმდინარეობს საუბრები. ჩვენ აქაც პრაგმატულად უნდა შევხედოთ მოვლენების განვითარებას. დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ამ წლების განმავლობაში, თუმცა, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას მშვიდად და მოთმინებით“, - განაცხადა პრემიერმა.