საფრანგეთი ტერიტორიული საკითხის განხილვამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს მოითხოვს. ინფორმაციას გამოცემა Le Monde საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პირველ რიგში, ჩვენ გვსურს უკრაინისთვის საიმედო უსაფრთხოების გარანტიები ტერიტორიული საკითხის განხილვამდე. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ გარანტიების საკითხში, „მსურველთა კოალიციის“ მიერ გაწეული სამუშაოს საფუძველზე, ამერიკული მხარდაჭერის პირობების დაზუსტების წყალობით“, - განაცხადეს ემანუელ მაკრონის გუნდში ბერლინში ამ საკითხზე გამართული შეხვედრების მეორე დღეს.
აღნიშნულია, რომ ორშაბათს ევროპელი ლიდერები გამოვიდნენ ინიციატივით „უკრაინისთვის მრავალეროვნული ძალის“ შექმნის შესახებ.