უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის რეფერენდუმზე საუბარი არ არის.
თუმცა, თუ ცეცხლის შეწყვეტა იქნება, უკრაინის მთავრობა არჩევნებისთვის მზადაა. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„...ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ჯერ რეფერენდუმზე არ ვსაუბრობთ,“ - თქვა მან. თუმცა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნებისთვის მზადაა.
მან გაიხსენა, რომ ეს თემა ადრე შეერთებულმა შტატებმა წამოჭრა. თუმცა, უკრაინაში არჩევნების ჩატარების მთავარი პირობა ცეცხლის შეწყვეტაა.
„დღეს კიდევ ერთხელ გავუსვი ამას ხაზს ჩვენს პარტნიორებთან. არჩევნებისთვის მზად ვარ.
უკრაინის ხალხი ამისთვის რომ მზად იყოს, საჭიროა კანონმდებლების თანამშრომლობა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ლეგიტიმური არჩევნების ჩატარების ან ლეგიტიმური შედეგებით არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ამისთვის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაა საჭირო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მზადაა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, თუ საერთაშორისო პარტნიორები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას.