2025 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისის მონაცემებით, უკრაინელების 61% პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ენდობა, ხოლო 32% - არ ენდობა .
კვლევა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 26 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ნდობისა და უნდობლობის ბალანსი +29%-ია.
სოციოლოგები ასევე აღნიშნავენ, რომ ოქტომბრის დასაწყისში ნდობის მაჩვენებლები თითქმის იდენტური იყო.
„ამავდროულად, პრეზიდენტის მიმართ ნდობის მაჩვენებლები დინამიურია. ნოემბერში (26-30 ნოემბერი) ჩვენს მიერ გამოკითხულ რესპონდენტებს შორის 49% ენდობოდა ზელენსკის, ხოლო დეკემბერში (1-13 დეკემბერი) გამოკითხულ რესპონდენტებს შორის მას 63% ენდობოდა (8-13 დეკემბრის კვირაში კი - 65%)“, - აღნიშნულია კვლევაში.