მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის მთავრობა დანიშნა.
ოპოზიციაში ოთხწლიანი ყოფნის შემდეგ ანდრეი ბაბიში ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში დაბრუნდა. ბაბიშის პარტიამ, ANO-მ კოალიცია ჩამოაყალიბა მემარჯვენე ევროსკეპტიკურ პარტია „ავტომობილისტებთან“ და ულტრამემარჯვენე, ევროკავშირისა და ნატო-ს მოწინააღმდეგე SPD-სთან.
მინისტრთა კაბინეტში ბაბიშის პარტია ANO-ს რვა თანამდებობა ექნება, „მოტორისტებს“ – ოთხი, ხოლო პარტიას “თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია” -3.