ჩვენ რუსეთზე ზეწოლის ზრდას ვაგრძელებთ, - ასე ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.
"ევროკავშირმა ახლახან მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის სესახებ.
ეს უზრუნველყოფს, რომ 210 მილიარდ ევრომდე არსებული რუსული აქტივები დარჩება ევროკავშირის ტერიტორიაზე, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდას, ვიდრე ისინი სერიოზულად არ მოეკიდებიან მოლაპარაკებებს. უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით მომავალ კვირას დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტი გადამწვეტი მნიშვნელობის იქნება“, - წერს კალასი X-ზე.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების განუსაზღცრელი ვადით გაყინვის შესახებ, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მანამდე, უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებიან.