შვეიცარიელმა მომღერალმა, 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულმა, Nemo-მ, 2026 წლის კონკურსში ისრაელის მონაწილეობის გამო პროტესტის ნიშნად, თავის ჯილდოზე უარი თქვა.
„გასულ წელს მე მოვიგე ევროვიზია და ამისთვის ჯილდო მივიღე და მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ მადლიერი ვარ ამ კონკურსთან დაკავშირებული საზოგადოების, დღეს აღარ მჯერა, რომ ეს ჯილდო ჩემს თაროზე უნდა იდოს“, - დაწერა მან ინსტაგრამზე.
მუსიკოსის თქმით, ისრაელის კონკურსში მონაწილეობა „იმ დროს, როდესაც, გაერო-ს დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში გენოციდი მიმდინარეობს“ აშკარად ეწინააღმდეგება კონკურსის იდეალებს, როგორიცაა „ერთიანობა, ინკლუზიურობა და ღირსება ყველასთვის“, და ევროპის მაუწყებლობის კავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
მანამდე, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა კონკურსიდან ისრაელის გარიცხვაზე უარი თქვა. წლის განმავლობაში, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ითხოვდა ისრაელის დისკვალიფიკაციას ღაზის სექტორიში ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო.
ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე მაუწყებელმა, მათ შორის ნიდერლანდებისა და ესპანეთის, განაცხადეს, რომ უარს ამბობენ ევროვიზია 2026-ის ტრანსლაციაზე.
ავსტრიული ტელეარხი OE24 იტყობინება, რომ სლოვენია შეუერთდა კონკურსის ბოიკოტს, ხოლო ბელგია და პორტუგალია ასევე განიხილავენ, გაგზავნონ თუ არა თავიანთი წარმომადგენლები ვენაში. მოგვიანებით, გაზეთმა Der Standard-მა დაწერა, რომ ისლანდიამაც უარი თქვა თავისი წარმომადგენლის გაგზავნაზე 2026 წლის კონკურსში.
ევროვიზიის კონკურსი მომავალ წელს ავსტრიის დედაქალაქში იმართება.