რომის პაპი ლეო XIV მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქმედებები ასუსტებს „ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ნამდვილ ალიანსს“. იუწყება Sky News.
ასე გამოეხმაურა პაპი ლეო XIV დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებებს, რომლებშიც მან თქვა, რომ ევროპა დაღმასვლაშია და სუსტი ლიდერები ჰყავს.
„ვფიქრობ, სამწუხაროდ, ამის ზოგიერთმა ასპექტმა, რაც მე ვნახე, უზარმაზარი ცვლილებები გამოიწვია იმაში, რაც მრავალი წლის განმავლობაში ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის რეალურ ალიანსს წარმოადგენდა… ასე რომ, ეს არის პროგრამა, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა შეიმუშავეს. ის არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მას აქვს ამის უფლება, მაგრამ მასში არის მთელი რიგი პუნქტები, რომლებსაც, ვფიქრობ, შეერთებულ შტატებში ბევრი ადამიანი დაეთანხმება, მაგრამ ბევრი საკითხებს სხვაგვარად შეხედავს“, - თქვა მან.
შეკითხვაზე, სამართლიანად მიიჩნევს თუ არა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმას“, ლეო XIV-მ უპასუხა, რომ ურჩევნია მის შინაარსზე კომენტარი არ გააკეთოს.