6 დეკემბრის ღამეს, რუსეთის ქალაქ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა, რამაც ქალაქში აფეთქებები და ხანძრები გამოიწვია. ინფორმაციას Astra ავრცელებს.
რიაზანის ოლქის გუბერნატორ პაველ მალკოვის თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავებულები არ არიან.
Astra-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში ეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მეცხრე თავდასხმაა.
რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის სიმძლავრე წელიწადში 17.1 მილიონი ტონა ნავთობია, რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.