საქართველოს ლეიბორისტული პარტია, როგორც ქართული საზოგადოების ნაწილი, ეხმაურება საქართველოს საპატრიარქოს მეორე განცხადებას_ისტორიული ძეგლების აღდგენის შესახებ, თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში საქართველოს საპატრიარქოს უცილობელი ჩართვის განმეორებით მოთხოვნას და პრეზიდენტ სააკაშვილსა და საქართველოს მთავრობას სპეციალური განცხადებით მიმართავს.
განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას პარტიის საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ გააცნო ნათქვამია:
1. სრულიად პრინციპულად მიგვაჩნია ხელისუფლებამ დაიცვას კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულ ოავტოკეფალურმართლმადიდებლურ ეკლესიას შორის: ჩართოს საპატრიარქო მიმდინარე მოლაპარაკებებში და მხოლოდ საქართველო სპატრიარქოსთან შეთანხმებული საკითხებით წარსდგეს მოლაპარაკებებზე თურქულ მხარესთან.
2. იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ მხარეს ასეთი ტიპის დიპლომატიური მოლაპარაკებების გამოცდილება თითქმის არგააჩნია, მიგვაჩნია და გამოვიდვართ ინიციატივით, რომ საქართველოს პატრიარქთან შეთანხმდეს კანდიდატურა (სიძველეთა მცოდნე მეცნიერი), რომელიც ხელისუფლებისაგან აღიჭურვება სპეციალური დესპანის სტატუსით და ფართო მანდატით და, რომელიც, წარმართავს მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების პროცესს თურქეთში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან და კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად.
3. მიგვაჩნია, რომ ტაძრების აღდგენის პრიორიტეტულობა, საკუთრების ფორმა და მათი ფუნქციონირების შინაარსი შეთანხმებულ უნდა იქნას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.
4. მიგვაჩნია, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის მოსალოდნელი ხელშეკრულება განვრცობითი ფორმის უნდა იყოს და მან უნდა მოიცვას როგორც უკვე გახმაურებული 4 ქართული ტაძრის (ოშკი, ხანძთა, ოთხთა, იშხანი), აღდგენა. აგრეთვე, საპატრიარქოს მოთხოვნა ტაოში ხახულის მონასტრის ამოქმედებისა და არდაშენის, როგორც ისტორიული ლაზეთის საეპისკოპოსოს ერთ-ერთი ცენტრის აღდგენის შესახებ.
5. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ და უყოვნებლივ უნდა გადახედოს დიპლომატიურ კადრებს, რომლებიც გამწესებული არიან იუნესკოს ნაციონალურ კომისიაში და კულტურის სამინისტროს შესაბამის სამსახურში, რადგან ეს ადამიანები ძირითადად დაკავებულნი არიან თავიანთი პირადი და ახლობლების მოგზაურობებითა და გართობით და აბსოლუტურად ვერ გრძნობენ თავიანთი მანდატის პასუხისმგებლობას და რაცმთავარია, იუნესკოს რესურსის გამოყენების შესაძლებლობას საქართველოს უნიკალური კულტურული ძეგლების დაცვის, განახლებისა და პოპულარიზაციისათვის.
ნესტან კირთაძე აცხადებს, რომ
ეს არის ზოგადეროვნული საკითხი, რომელზეც "პასუხს შთამომავლობა მოგვთხოვს, ამდენად, მიდგომაც და საკითხების გადაწვეტაც ამ რანგში, ანუ ზოგადეროვნული პასუხისმგებლობით უნდა მოხდესю
შეგახსენებთ, რომ ხახულისა და არდაშენის გადმოცემის გარეშე მეჩეთების მშენებლობის დაწყებას საპატრიარქო გაუმართლებლად მიიჩნევს.