ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები, ფედერიკა მოგერინი დღეს ბელგიის პოლიციამ დააკავა.
ბელგიური გამოცემის, Euractiv-ის ინფორმაციით, მისი დაკავება ევროპის კოლეჯის გარშემო არსებულ შესაძლო კორუფციულ სკანდალს უკავშირდება. როგორც მედია იუწყება, საქმე ეხება მოგერინის რექტორობის პერიოდში 3.2 მილიონ ევროდ იმ შენობის შეძენას, რომელიც შემდგომ ევროკავშირის საგარეო საკითხთა სამსახურმა დიპლომატიური აკადემია გახდა.
გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს წინასწარ ჰქონდათ, თუ არა ინფორმაცია ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიის დაფინანსების მიზნით საჯარო ტენდერის გამოცხადების შესახებ.
გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ კოლეჯმა შენობა 2022 წელს შეიძინა, იქამდე ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ტენდერს გამოაცხადებდა და შემდეგ კოლეჯს დაფინანსების სახით 654 000 ევროს გადასცემდა.
ბელგიის პოლიციამ მოგერინის გარდა დააკავა სტეფანო სანინოც. ევროკავშირის საგარეო საკითხთა სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში. საუბარია ადამიანზე, რომელიც მოგერინის თანამდებობაზე ყოფნის წლებში, 2014-2019 წლებში იყო გენერალური მდივანი. სავარაუდოდ, სწორედ სანინომ მიაწოდა ინფორმაცია ყოფილ ხელმძღვანელს.