კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში BBC-ის საგამოძიებო მასალას ეხმიანება.
მისივე თქმით, დანაშაული სცდება ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო მასშტაბს აღწევს.
"ქიმიური მოწამლვის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე. ზოგჯერ ამისთვის თვალის გასწორება საკმაოდ რთულია, თუმცა ეს რეალობაა.
ეს დანაშაული სცდება ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო მასშტაბს აღწევს. შესაბამისად, რეაქციაც იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამისთვის ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ.
ყველა ბოოროტმოქმედი რეჟიმი საბოლოოდ თავის ნაღმზე ფეთქდება. ასე დაემართება “რუსულ ოცნებასაც”.
ბოლომდე!“,- წერს ხოშტარია.
შეგახსენებთ, გამოცემა BBC-იმ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დეონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.