აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ქვეყნის დასატოვებლად გასულ პარასკევამდე მისცა ვადა, რის შემდეგაც შაბათს ქვეყნის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„მადურომ ამოწურა ყველა შესაძლებლობა გადადგომისა და ქვეყნის დატოვების შესახებ შეერთებული შტატების მხრიდაბ უსაფრთხო გასვლის გარანტიით, გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოკლე სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომლის დროსაც ტრამპმა ვენესუელის ლიდერის რამდენიმე მოთხოვნა უარყო,“ - აღნიშნავს გამოცემა.
21 ნოემბრის საუბარს წინ უძღოდა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე ზეწოლის რამდენიმეთვიანი ზრდა, მათ შორის კარიბის ზღვის აუზში ნარკოტიკების კონტრაბანდის სავარაუდო შემტან გემებზე თავდასხმები, ტრამპის განმეორებითი მუქარა ხმელეთზე სამხედრო ოპერაციების გაფართოების შესახებ და Cartel de los Soles-ის (ჯგუფი, რომელოც ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცებით, მადუროს კუთვნილებაა) უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება.
მადურო და მისი მთავრობა მუდმივად უარყოფენ ყველა სისხლის სამართლის ბრალდებას და აცხადებენ, რომ აშშ ცდილობს რეჟიმის შეცვლას ვენესუელის უზარმაზარ ბუნებრივ რესურსებზე, მათ შორის ნავთობზე კონტროლის მოსაპოვებლად.
მადურომ ტრამპს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ მზად იყო ვენესუელა დაეტოვებინა იმ პირობით, თუ მას და მისი ოჯახის წევრებს სრული ამნისტია მიენიჭებოდათ, მათ შორის აშშ-ის ყველა სანქცია მოეხსნებოდათ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქმე შეწყდებოდა.
მან ასევე მოითხოვა სანქციების მოხსნა 100-ზე მეტი ვენესუელელი მარალჩინოსნის მიმართ, რომელთაგან ბევრს აშშ ადამიანის უფლებების დარღვევაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კორუფციაში ადანაშაულებს.
Reuters-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ მადურომ ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს ახალი არჩევნების ჩატარებამდე დროებითი მთავრობის ხელმძღვანელობა სთხოვა.
ტრამპმა მადუროს მოთხოვნების უმეტესობა უარყო 15 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის სატელეფონო საუბრის დროს, თუმცა თქვა, რომ მას ერთი კვირა ჰქონდა ვენესუელის ოჯახთან ერთად დასატოვებლად.
ვადა პარასკევს ამოიწურა, რის გამოც ტრამპმა შაბათს ვენესუელის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ განცხადება გააკეთა.
კვირას ტრამპმა დაადასტურა, რომ მადუროსთანისაუბრა, თუმცა დეტალებზე არაფერი უთქვამს. თეთრმა სახლმა დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.