BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა თენგო თევზაძემ ბრიფინგზე გააკეთა. თევზაძის განცხადებით, მშვიდობიან აქციებზე ქიმიური იარაღის გამოყენება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მძიმე დანაშაულს.
"9 აპრილის შემდეგ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია არავის. საქართველოს ისტორიაში არცერთ ქართველ ხელისუფალს არ მოუწამლია საკუთარი შვილები და ქართველი ხალხი.
ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდინა წამება და ეს წამება კვალიფიცირდება, როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სამართლით და საერთაშორისო ინსტიტუციებში მას მოუწევს პასუხის გაცემა იმაზე, რაც ჩაიდინა, - განაცხადა მან.
ის მიმართავს ექიმებსაც. მისი თქმით, ნოემბერ–დეკემბერში „ქიმიური იარაღით“ შესაძლო მოწამვლის სიმპტომებით მოქალაქეთა მიმართვიანობაზე მედიკოსების ჩვენებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს დამნაშავეების დასადგენად".
შეგახსენებთ, გამოცემა BBC-ის გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დეონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.