უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებული, „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი 2-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სტეფანიანი ორ მილიონი ლარის შეტანის შემდეგ გაათავისუფლეს - ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ.
ცნობისთვის, კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართული ოცნების შემომწირველი ვლადიმერ სტეფანიანი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 8 ნოემბერს დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბიზნესმენმა შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი. უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა კი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.
უწყების განცხადებით, ამ ეტაპისთვის გამოძიებით დადგენილია, 1 894 925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.