იმერეთში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ემზარ კაშიას მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა ექიმები არ გამორიცხავენ, რომ საჭირო გახდეს პაციენტის თბილისში გადმოყვანა. ემზარ კაშიას ხერხემალი აქვს დაზიანებული.
შეგახსენებთ, რომ ის სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, როცა სამართალდამცველები სამი პოლიციელისა და ერთი სამოქალაქო პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავებას ცდილობდნენ.