ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ძლიერი მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. Sky News-ის ცნობით, კიდევ ექვსი ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული.
არნიშულია, რომ სამაშველო ჯგუფები ცდილობენ ჩრდილოეთ სუმატრის პროვინციის შორეულ რაიონებში მოხვედრას, რომლებიც გარე სამყაროსგან არის მოწყვეტილი.
პოლიციის ცნობით, რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერმა წვიმებმა მდინარეების კალაპოტებიდან გადმოსვლა გამოიწვია. წყალი, ქვებთან, ნიადაგთან და ხეებთან ერთად, ფერდობებზე მიედინებოდა და გზად ყველაფერს ანადგურებდა. სტიქიისგან ყველაზე მეტად სამი ოლქი დაზარალდა.