რესპუბლიკელი, სენატორი მიტჩ მაკკონელი ეხმიანება „უკრაინისთვის აშშ-ის „სამშვიდობო გეგმას“ და აცხადებს, რომ მსხვერპლზე ზეწოლა და აგრესორის დამშვიდება მშვიდობას არ მოიტანს.
მისი თქმით, აშშ-ის რეპუტავის სასწორზეა.
„მართალია, რომ ბაიდენის სისუსტემ გაამხნევა მტრები, როგორიცაა პუტინი. თუმცა, ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ მსხვერპლზე ზეწოლა და აგრესორის დამშვიდება მშვიდობას მოიტანს, თავს იტყუებენ. რომელ რთულ დათმობებს ვითხოვთ რუსეთისგან? როგორ გაზრდის უკრაინის თავდაცვის შეზღუდვა მომავალი აგრესიისგან მდგრადი მშვიდობის ალბათობას? მშვიდობის ფასი და სტაბილურობა მნიშვნელოვანია და ჩვენი რეპუტაცია სასწორზეა.
მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები აკვირდებიან: მტკიცედ გაუმკლავდება ამერიკა აგრესიას, თუ დავაჯილდოებთ მას“, - წერს მაკკონელი.