პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი X-ზე წერს, რომ 28-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის დაწყებამდე, კარგი იქნება, იცოდნენ, ვინ არის მისი ავტორი და სად შეიქმნა ის.
«ევროპის, კანადისა და იაპონიის ლიდერებთან ერთად, გარკვეული დათქმების მიუხედავად, ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი მზადყოფნა, ვიმუშაოთ 28-პუნქტიან გეგმაზე. თუმცა, ვიდრე ჩვენს მუშაობას დავიწყებთ, კარგი იქნება, დანამდვილებით ვიცოდეთ, ვინ არის გეგმის ავტორი და სად შეიქმნა ის“, - წერს ტუსკი.