22 ნოემბრის ღამეს, რუსეთმა რუმინეთის საზღვართან, ოდესის ოლქში მდებარე ორლოვკას საგუშაგოზე იერიში მიიტანა.
უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ცნობით, თავდასხმის უპილოტო საფრენმა აპარატებმა ორლოვკას საბორნე კომპლექსის ინფრასტრუქტურა დააზიანა.
ამ დროისათვის საერთაშორისო საკონტროლო-გამშვები პუნქტი შეჩერებულია და ინციდენტის შედეგებზე მუშაობა მიმდინარეობს.
21 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა დრონებით შეუტიეს ოდესას და მიმდებარე რეგიონს.
დღის განმავლობაში მტრის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.