საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო, მეექვსე მატჩი ბულგარეთში, „ლევსკის“ სტადიონზე გამართა და 1:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ბულგარელებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს.
მეორე ტაიმში ქართველებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს – 88-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ გოლი ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. მეოთხე – ბულგარეთია. პირველი ადგილი და მუნდიალის საგზური ესპანეთმა მიიღო, რომელმაც თურქეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა. რაც შეეხება მეორეადგილოსან თურქეთს, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი ოფს ითამაშებს.