სამშაბათს საღამოს ბერლინში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
მაკრონი ბერლინში დღეს დილით ჩავიდა, რათა ევროპის ციფრული სუვერენიტეტის გაძლიერებისადმი მიძღვნილ სამიტზე დაესწროს.
სამიტის შემდეგ, მაკრონი და მერცი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდებიან.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა, თუ რა თემების განხილვას გეგმავენ ლიდერები, თუმცა მოსალოდნელია, რომ განხილული იქნება უკრაინის თემა და კონტინენტზე თავდაცვის თანამშრომლობა, ასევე ევროპული პოლიტიკისა და უსაფრთხოების აქტუალური საკითხები.