გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმები.
„მკაცრად ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის რამდენიმე რეგიონზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან სარაკეტო და დრონებით დარტყმებს,“ - წერს გუტერეში Х-ზე.
გუტერეშმა აღნიშნა, რომ „მოსახლეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“.
„მე კიდევ ერთხელვვიმეორებ ჩემს მოწოდებას დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ, როგორც პირველი ნაბიჯის სამართლიანი, ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობისკენ, რომელიც სრულად უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას,“ - წერს ის.
14 ნოემბრის ღამეს რუსეთო უკრაინას 19 რაკეტითა და სხვადასხვა ტიპის 430 დრონით დაესხა თავს. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 419 საჰაერო სამიზნის განეიტრალება მოახერხეს, თუმცა რამდენიმე რაკეტამ და დრონმა სამიზნეებს მიაღწია.