14 ნოემბრის ღამეს, რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში, პორტსა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რამაც შავი ზღვის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობტერმინალში ხანძარი გამოიწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული Telegram-არხები ავრცელებენ. წერს უკრაინული მედია.
თავდასხმის მთავარი სამიზნე იყო გადამზიდავი კომპლექსი „შესხარისი, რომელიც რუსული სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტის“ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკვანძო ობიექტია.
„შესხარისის“ ნავთობტერმინალი მთავარი ნავთობსადენების ბოლო წერტილია, რომლებსაც რუსული საექსპორტო ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ, Urals-ისკლასის ნავთობი გადააქვთ.
თავდასხმის შედეგად, მეზობლად მდებარე ქალაქების, კრასნოდარისა და გელენჯიკის აეროპორტებმა დროებით შეაჩერეს მუშაობა.
ნავთობტერმინალის დაზიანების გარდა, გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებულ საბრძოლო მასალის საწყობზე, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემის პოზიციაზე დარტყმების შესახებ.