უკრაინაც და მოლდოვაც გაცილებით წინ არიან საქართველოზე, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის გაფართოების გზას. უკრაინის შემთხვევაში ეს არის, რომ, სასტიკი ომის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება იცავს თავის ქვეყანას, უკრაინელი ხალხი წინააღდმდეგობას უწევს რუსთის აგრესიას და, ამასთან, ისინი გადიან ძალიან რთულ და გამოწვევებით აღსავსე რეფორმების პროცესს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ამასთან, ელჩის განცხადებით, მოლდოვა ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის, როცა რუსეთის ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს მის წინააღმდეგ, თუმცა, ამის მიუხედავად, მოლდოველებმა სულ ცოტა ხნის წინ საპარლამენტო არჩევნებზე მხარი დაუჭირეს თავიანთი ქვეყნის პროევროპულ გზას.
„მოლდოვაც და უკრაინაც ადგანან ევროკავშირში გაწევრიანების გზას. სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში საპირისპირო მდგომარეობას ვხედავთ. დღეს, ორი წლის შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველო უფრო შორსაა ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე ის იყო 2023 წლის დეკემბერში“, – განაცხადა ელჩმა.