საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, განეცხადებინა ევროკავშირის წევრობაზე 2022 წლის მარტში, ევროკავშირმა მისცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში, შემდეგ საქართველომ გადაწყვეტილება მიიღო კანონებზე, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და შეუძლია, ჰქონდეს ნებისმიერი კანონი, რომელიც სურს, მაგრამ ჩვენი როლია, როგორც ევროკავშირის, ვუთხრათ ქართველებს, რომელი კანონები არ არის თავსებადი ევროკავშირის კანონმდებლობასთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„2024 წლის გაზაფხულზე, ცხადად ვთქვით, რომ გთხოვთ, არ მიიღოთ უცხოელი აგენტების კანონი, რომელსაც გამჭვირვალობის კანონი ეწოდება, რადგან ამას ექნებოდა შედეგები. 2024 წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღების გამო, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შეეჩერებინა საქართველოს გაწევრიანება, უთხრა საქართველოს მთავრობას, შეეცვალა კურსი. ევროკავშირის საბჭოს 24 ივნისის გადაწყვეტილება პირველი გამოღვიძების ზარი იყო. გასულ კვირას, ალბათ, ბოლო ზარი იყო გაფართოების ანგარიში, რომელიც იყო გამანადგურებელი საქართველოს მისწრაფებებისთვის, შეუერთდეს ევროკავშირს. ვიმედოვნებ, რომ ქართველ პარლამენტარებს 18 თვეზე ნაკლები დრო დასჭირდებათ ანგარიშის შესასწავლად, რომ იმოქმედონ, რადგან თუ საქართველო, საქართველოს მთავრობა სერიოზულად არის განწყობილი როდესმე ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მათ დაუყოვნებლივ სჭირდებათ კურსის შეცვლა“, – განაცხადა ელჩმა. [პირველი არხი]