შეერთებულმა შტატებმა კალიფორნიაში, ვანდენბერგის საჰაერო ძალების ბაზიდან კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა Minuteman III-ის ტიპის გამოსაცდელი გაშვება განახორციელა.
აშშ-ის საჰაერო ძალების გლობალური დარტყმების სარდლობამ (AFGSC) ოთხშაბათს, 5 ნოემბერს, დაადასტურა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების საიმედოობა და მზადყოფნა.
რაკეტამ დაახლოებით 6,800 კმ იფრინა მარშალის კუნძულებზე მდებარე ბალისტიკური რაკეტების საცდელ პოლიგონამდე.
აშშ-ის კოსმოსური ძალების განცხადებით, გაშვება დაგეგმილი და პერიოდული ღონისძიებების სერიის ნაწილია.
კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას წინ უსწრებდა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, ბირთვული იარაღის ტესტირების განახლების თობაზე.