ეგვიპტის კურორტ შარმ ელ შეიხიდან დღეს გამთენიისას სპეციალური რეისით ქართველი ტურისტების ბოლო ნაკადი ჩამოვიდა. კომპანია „აირზენაში" აცხადებენ, რომ ეგვიპტის საკურორტო ქალაქებში ქართველი ტურისტები აღარ არიან.
მათივე თქმით, თუკი საჭირო გახდა ავიაკომპანია ეგვიპტის მიმართულებით რეისს ისევ შეასრულებს.
ჩამოსული 50-მდე ტურისტის განცხადებით, ეგვიპტეში ყოფნისას მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.
ეგვიპტეში არეულობა უკვე 2 კვირაზე მეტია გრძელდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ ეგვიპტეში გამგზავრებისგან.