აჭარაში ზვავში მოყოლილი ოთარ ცერტელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.
ექიმების თქმით მას ძლიერი ჰიპოთერმია აღენიშნება, გარდა ამისა დაზიანებული აქვს მარცხენა ფეხი. სოფელ ბარათალოს მკვიდრი 8 საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებული ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება. გადაუღებელი თოვის შემდეგ წარმოქმნილმა ზავმა ხულოს რაიონში 20-მდე შენობა წაიღო. რაიონის გამგეობაში შექმნილია სპეციალური შტაბები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.