ავსტრალიურმა ტელეკომპანია CBC -მ ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილი გარდაცვალების მიზეზებზე ახალი დეტალები გამოაქვეყნა.
ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ხელში ჩაუარდათ სკანდალური მიმოწერა ვანკუვერის ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შორის, სადაც დაფიქსირებულია, რომ საციგაო ტრასა გაუმართავი იყო.
CBC-ს ეთერში განაცხადეს, რომ ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინსპექციამ არაერთი კრიტიკული შენიშვნა მიიღო.
ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ჯონ ფურნეგი შეშფოთებული იყო იმ სიჩქარით, რომელსაც სპორტსმენები საციგაო ტრასაზე ავითარებდნენ. ტელეკომანიის თქმით, როგორც ჩანს ორგანიზატორებმა ყველა გაფრთხილება უყურადღებოდ დატოვეს.
ავსტრალიის ტელევიზიაში გასული მასალებით ქართული მხარეც დაინტერესდა.
ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 12 თებერვალს ერთი წელი სრუდება.
შეგახსენებთ, რომ მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადაზე საცდელი დაშვების შემდეგ დაიღუპა. კანადის იუსტიციის სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით 16-გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ფაქტი უბედურ შემთხვევედაა აღწერილი და სპორტსმენის შეცდომაზეა საუბარი.