მეწყერმა შუახევში ერთი ადამიანი მოიყოლა. სოფელ ბარათაულში 43 წლის მამაკაცს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
მეწყერში მოყოლილი ოთარ ცენტერაძე მაშველებმა ცოცხალი იპოვეს. იგი სამი მეტრის თოვლის სიღმიდან ამოიყვანეს. დაშავებული მრავლობითი მოტეხილობებით რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, აჭარის სამი მაღალმთიანი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ხულოში, ქედასა და შუახევში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიას გრიგალი დაერთო.