ფინეთის ჩრდილოეთ სავონიას პროვინციაში, სასტუმრო „ Joronjälki-ის ტერიტორიაზე ფურგონს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
პოლიციის ცნობით, იოროინენის მუნიციპალიტეტში ხანძრის ადგილზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაზარალებულების და ინციდენტში მათი შესაძლო მონაწილეობის შესახებ დეტალები უცნობია.
სასტუმროდან ორი კილომეტრის დაშორებით მცხოვრები ადგილობრივის თქმით, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონა და შავი კვამლი დაინახა.
აფეთქების შედეგად შენობის ფასადი დაზიანდა და რამდენიმე ოთახში ფანჯრები ჩაიმსხვრა.
პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროს შესასვლელიდა ავტომობილები ზიანდა. თავად შენობა არ დაზიანებულა.
პოლიცია ხანძრის გამომწვევი მიზეზებს იძიებს.
სასტუმროს მფლობელმა განაცხადა, რომ აფეთქების დროს ის ადგილზე არ იმყოფებოდა. მისი თქმით, მანქანა მუშებს ეკუთვნოდათ.