ხვალ, 8 თებერვალს, 10:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამართულ ფოტოგამოფენას გაეცნობა.
გამოფენაზე, სახელწოდებით "უნივერსიტეტი და წითელი ისტორია" დამთვალიერებლები ერთი კვირის განმავლობაში პირველად იხილავენ გასული საუკუნის უნიკალურ და უცნობ ფოტო- თუ დოკუმენტურ მასალას. მნახველები გაეცნობიან, თუ რა მძიმე პერიოდი გამოიარა უნივერსიტეტმა საბჭოთა რეპრესიების პერიოდში.