ხვალ, 8 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლების აღიარების სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დაესწრება.
განათლების აღიარების სახელმძღვანელო ის ძირითადი დოკუმენტია, რომელიც უცხოური კვალიფიკაციების შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციას იძლევა. პრეზენტაცია ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება და მასზე ქართველი და უცხოელი ექსპერტები განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით, უცხოეთის გამოცდილებასა და ქართულ რეალობასაც განიხილავენ.