აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იაპონიის პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის შეხვდა.
დონალდ ტრამპმა იაპონიის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრს ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ მისი აზრით, ის ერთ-ერთი შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი იქნება.
ტრამპმა და ტაკაიჩიმ ხელი მოაწერეს ორ ახალ შეთანხმებას -აშშ-იაპონიის ურთიერთობების ახალ „ოქროს ხანასთან“ დაკავშირებით და კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმებას.
პირველი შეთანხმება ეხება აშშ-სა და იაპონიას შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფას, კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება კი ჰქმნის ჩარჩოს იშვიათი მინერალების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
მიტაკაიჩისა და ტრამპის მოლაპარაკებები 28 ოქტომბერს ტოკიოში გაიმართა.
ეს იყო პირველი შეხვედრა იაპონიის პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის მას შემდეგ, რაც ტაკაიჩიმ თანამდებობა 21 ოქტომბერს დაიკავა.
დონალდ ტრამპი იაპონიაში აზიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება.
იაპონიაში ეს ტრამპის პირველი ვიზიტია მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში.
საერთო ჯამში, ამერიკის ლიდერი ქვეყანას ოთხჯერ ეწვია, ბოლოს კი 2019 წელს.