თურქეთის დასავლეთით, ბალიქესირის პროვინციაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. ამის შესახებ AP წერს. 6.1 მაგნიტუდის
მიწისძვრის შედეგად ოთხი შენობა ჩამოინგრა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, ერთ-ერთ შენობაში მაღაზია იყო განთავსებული.
მისივე იცნობით, დაღუპულების ან ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ბიძგები იგრძნობოდა სტამბოლში, ბურსასა და იზმირში.