უნგრეთის ეროვნული დღესასწაულის, 1956 წელს კომუნისტური მმართველობის საწინააღმდეგო ამბოხების 69-ე წლისთავის აღსანიშნად და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ბუდაპეშტში აქცია გაიმართა. იუწყება Reuters.
„დღეს მსოფლიოს მესიჯს ვუგზავნით: უნგრეთი ომზე უარს ამბობს! ჩვენ უკრაინისთვის არ დავიხოცებით! ჩვენს შვილებს ბრიუსელის ბრძანებით სასაკლაოზე არ გავგზავნით“, - დაწერა ორბანმა X-ზე.
მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერები, წარწერით: „უკრაინისთვის სიკვდილი არ გვინდა“.
2026 წლის აპრილში უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, რომელშიც ვიქტორ ორბანის მთავარ მეტოქედ უნგრეთის მმართველი პარტიის ყოფილი წევრს, პეტერ მაგიარს მიიჩნევენ.
1956 წელს უნგრეთში კომუნისტური მმართველობის საწინააღმდეგო ამბოხება მოხდა, რომელიც საბჭოთა არმიის ძალებმა ჩაახშეს.