ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების ახალი, მე-19 პაკეტის დაწესებას.
მისი განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ არ მიიღწევა ხანგრძლივი მშვიდობა.
"ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი. აგრესორზე ძლიერ ზეწოლას ვინარჩუნებთ. პირველად ვაყენებთ დარტყმას რუსეთის გაზის სექტორს – მისი საომარი ეკონომიკის გულს. ჩვენ არ დავნებდებით, ვიდრე უკრაინელ ხალხს არ ექნებათ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა", – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი დაამტკიცა.