განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ყრუ და სმენდაქვეითებულ ბავშვთა სკოლას ესტუმრება
დღეს თბილისის #203 ყრუ და სმენდაქვეითებულ ბავშვთა სკოლაში ქართული ჟესტური ენის ტრენინგის შემაჯამებელ სემინარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე დაესწრება.
შეხვედრა პროექტ "თანაბარი პირობების განვითარების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის" ფარგლებში გაიმართება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მხარდაჭერით ხორციელდება.