წითელ ხიდზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ავარია მოხდა წითელ ხიდზე. დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი მგზავრი.
"დოჯის" მარკის ავტომანქანა "გოლფს" დაეჯახა. დაზარალებულებს შორის არის ცოლ-ქმარი და ორი ბავშვი. მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
შემთხვევის ერთ-ერთ მიზეზად "დოჯის" მარკის ავტომობილის მძღოლის დაუდევრობა სახელდება. წინასწარი ინფორმაციით, ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
დაშავებულები ამ დროისთვის რუსთავის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამოძიებას ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო აწარმოებს.