ევროპის სოლიდარობა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
„გუშინ, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებებისა და ევროპელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ ერთი რამ აბსოლუტურად ნათელია: რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობა, დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - დაწერა ტუსკმა.
შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამთან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ევროპელ ლიდერებთან.
„მე მქონდა ერთობლივი სატელეფონო საუბარი ევროპელი ლიდერების ჯგუფთან, „მსურველთა კოალიციის“ მთავარ წარმომადგენლებთან. საუბარში ასევე მონაწილეობდნენ ესწრებოდნენ ურსულა ფონ დერ ლეიენი და ანტონიო კოშტა“, - თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, საუბარში ასევე მონაწილეობდნენ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
„პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი საუბრის ერთ-ერთი თემა უსაფრთხოების გარანტიები იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობის იმედი გვაქვს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.