უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „რუსებს ეშინიათ Tomahawk-ების, როგორც „იარაღის სისტემების კომბინაციის“, რომელიც უკრაინამ შეიძლება მიიღოს შეერთებული შტატებისგან. ამის შესახებ ზელენსკიმ თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის მოლოდინებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „რუსები Tomahawk-ების მიმართ ფრთხილობენ“.
„მე ვფიქრობ, რომ რუსეთს ეშინია Tomahawk-ების. ეს ძლიერი იარაღია და ეშინიათ, რადგან იციან, თუ რა სისტემები გვაქვს წარმოებაში და ესმით Tomahawk-ებთან კომბინაციის მნიშვნელობა. მათ იციან, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ Tomahawk-ებზე, როგორც ასეთზე, ჩვენ გვჭირდება შეიარაღების სისტემების კომბინაციები, ამიტომაც ეშინიათ ამის, მათ ესმით, რისი გაკეთება შეგვიძლია ამით. სწორედ ამიტომ დგამენ ისინი სხვადასხვა ნაბიჯებს და პოზიტიურ გზავნილებს უგზავნიან, რა თქმა უნდა, არა უკრაინულ მხარეს და ამას შიშის გამო აკეთებენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა..
ამათან, ზელენსკიმ Tomahawk -ის მიღებასთან დაკავშირებით შეკითხვაზე „უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუ პესიმისტურად“ - უპასუხა: „ამ მხრივ რეალისტი ვარ“.