უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში, თავდაცვის კომპანია Lockheed Martin-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
„პრეზიდენტმა ინფორმაცია მიაწოდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების და მათთვის განკუთვნილი რაკეტების, ასევე F-16-ის ტიპის თვითმფრინავების კონკრეტულ საჭიროებებზე. Lockheed Martin-ის წარმომადგენლებმა კომპანიის წარმოების შესაძლებლობებზე ისაუბრეს“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
შეხვედრისას ასევე განიხილეს თანამშრომლობის პოტენციალი და უკრაინის თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად.
აღინიშნა, რომ Lockheed Martin პარტნიორობისთვის ღიაა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აცნობიერებს იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საჭიროა მისი პოზიციის გასაძლიერებლად და ყველა დონეზე პარტნიორებთან თანამშრომლობს.