საავტორო უფლებების დაცვის, ლეგალური პროდუქციისა და ლეგალური სადისტრიბუციო ქსელის შექმნის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, ბაზრის ლეგალიზაციისა და საავტორო უფლებების დასაცავად ლეგალური პროდუქტისა და ლეგალური სადისტრიბუციო ქსელის შექმნა აუცილებელია.
პროექტი არალეგალური პროდუქტის ამოღებასა და შემდგომი გავრცელების შემცირებას, საავტორო დარიცხვების უზრუნველყოფას, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ მომიჯნავე არსებული კანონის ამოქმედებას ითვალისწინებს.