გრიპის ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა იკლო. ბოლო მონაცემებით, ვირუსის 331 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან 285 H1N1-ია. ასევე, შემცირდა კლინიკებში მიმართვის რაოდენობაც.
1 იანვრიდან იაშვილის სახელობის საავადმყოფოში დღემდე სულ 54 ბავშვი მიიყვანეს. აქედან სტაციონარში მხოლოდ რვა რჩება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ექიმების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რიცხვმა შედარებით იკლო, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს მეტი სიფრთხილის გამოჩენას კვლავაც ურჩევენ.
შეგახსენებთ, გრიპის ვირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან უმრავლესობას ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.