სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის უწმინდესი და უნეტარესი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე დღეს დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ მეორეს შეხვდება.
იგი დღესვე დაიწყებს შეხვედრებს არქიეპისკოპოსთან ლამბრეტის და კეტემბერგის მონასტრებში, ასევე, მოინახულებს დიდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკას ლონდონში, სადაც მე-11 საუკუნის ქართული ხელნაწერი ინახება.
დოკუმენტში აღწერილია იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველი მამების მოღვაწეობა.
ილია მეორემ ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარიც აკურთხა.
ცერემონიას ბრიტანეთში მცხოვრები 1000-ზე მეტი ქართველებიც დაესწრნენ.
უწმინდესმა, ასევე, მთავარეპისკოპოსად აკურთხა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მმართველი მეუფე ზენონი.
"ჩვენ გვწამს, რომ მალე გამთლიანდება საქართველო,"_აღნიშნა პატრიარქმა.